„ვულვერჰემპტონი“-„მანჩესტერის“ 57-ე წუთზე არბიტრმა მაიკ დინმა ეშლი იანგს მეორე ყვითელი და, შესაბამისად, წითელი ბარათი უჩვენა.
ეს დინის მიერ სამსაჯო კარიერაში ნაჩვენები მე-100 წითელი ბარათი იყო. ის 2000-01 წლების სეზონიდან მსაჯობს პრემიერლიგაში, პირველად კი ნიუკასლელი ნორბერტო სოლანო გააძევა. 100 წითელი ბარათის ასაფრიალებლად დინს 478 მატჩი დასჭირდა. პრემიერლიგის არბიტრებს შორის დინის უახლესი მდევარი მარტინ ატკინსონია, რომელსაც კარიერაში სულ 59 წითელი ბარათი აქვს ნაფრიალები.

რადგან იტალია ვახსენეთ, იმასაც გეტყვით, რომ ლეგენდარულ პიერლუიჯი კოლინას სერია ა-ში 14 სეზონის მანძილზე სულ 91-ჯერ აქვს გამოყენებული საფეხბურთო სასჯელის უმაღლესი ზომა.
ინფორმაციისთვის: ინგლისში არსებობს ე.წ. „მაიკ დინის კლუბი“. მასში ის ფეხბურთელები შედიან, რომლებსაც კარიერაში სულ ორი წითელი მიუღია და ორივე მისი ხელიდან. ეშლი იანგის გარდა, ამ კლუბის წევრები ენდი კოული, ლორან კოშიელნი, მაიკ უილიამსონი, რიჩარდ დანი და ფერნანდო ტორესი არიაც.
პრემიერლიგის ტოპ-ექვსეულიდან დინს მხოლოდ „ლივერპულის“ ფეხბურთელი არ ჰყავს გაძევებული. ისიც ალბათ იმიტომ, რომ მერსისაიდის საგრაფოდანაა და „ლივერპულის“, ისევე როგორც „ევერტონის“ მატჩების განსჯას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას ანდობენ.
ისე, 2016 წელს მთლად ლივერპულური დერბი ანდეს. შეხვედრამ გაძევების გარეშე ჩაიარა.