ფიფამ მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველომ სამი ნაბიჯით უკან დაიხია და ამჯერად 94-ე ადგილზეა.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ორი შეხვედრა ჩვენთვის მარცხიანი აღმოჩნდა.

რეიტინგში ჩვენზე წინ (უკაცრავად და) ტრინიდადი და ტობაგოა, კვალში კი ყირგიზეთი და ესტონეთი გვიდგანან. დიდი ვერაფერი სანუგეშო პოზიციაა და, თუ მაინც და მაინც პოზიტიურის ძებნას დავიწყებთ, ისიც სტაჟიანი ქომაგებისთვის – სომხეთი მხოლოდ 106 ადგილზეა.

ლიდერს რაც შეეხება, კვლავაც ბელგიაა, ინგლისი კი მეოთხე ადგილამდე აღზევდა.

წილი
წინა სტატია100 წითელი ბარათი
შემდეგი სტატიატინსაიდელი ცინიკოსები
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".