დინამომ და ტორპედომ ქულები გაიყვეს ბადრი კეთილაძის ფოტო

ამ ფორმატით ეროვნული ლიგის გათამაშება 2017 წლიდან ტარდება და ასე ცოტა გოლი ერთ ტურში (6), არცერთ წინამორბედში გასულა. შარშანაც, სხვათა შორის, მე-6 ტურში, 7 გოლი გავიდა. შარშანწინ პირველ ტურშიც მხოლოდ შვიდჯერ დალაშქრეს მეტოქეებმა ერთმანეთის კარი. ამჯერად კი ანტირეკორდი დამყარდა.

მთავარი შეხვედრა სამტრედიაში გაიმართა, სადაც „ტორპედომ“ ქართულ დერბიში „დინამოს“ უმასპინძლა. მართალია, გოლები არ გასულა, მაგრამ ტემპი და ჟინი ისეთი იყო, თქვენი მოწონებული. ასეთ სისწრაფეებს ჩვენს ჩემპიონატში იშვიათად ნახავთ. სახიფათო მომენტებიც მრავლად შეიქმნა ორივე კართან, მაგრამ, საქართველოს ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ერთმანეთს უგოლოდ დაშორდა.

სწრაფი და სანახაობრივი გამოდგა ქვემოქართლური დერბიც. „რუსთავმა“ და „სიონმა“ ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს, თუმცა უფრო ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, ანგარიში გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა. ამას კი მეტი მუშაობა სჭირდება.

შედეგად, „რუსთავი“ ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩება ელიგაში.

ტურის დასკვნით შეხვედრაში „საბურთალომ“ „დილას“ 2:1 მოუგო და უშუალო მდევრებს 5 ქულით დაშორდა.

ლოკომოტივი 0:1 ვიტ ჯორჯია, ბათუმი 0:0 ჩიხურა, ტორპედო 0:0 დინამო, რუსთავი 1:1 სიონი, საბურთალო 2:1 დილა

სატურნირო მდგომარეობა
გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

მე-7 ტური

ჩიხურა – ლოკომოტივი, სიონი – ბათუმი, დინამო – რუსთავი, დილა – ტორპედო, ვიტ ჯორჯია – საბურთალო

მეგოლეები: ლაშა შინდაგორიძე, ოგნიენ როლოვიჩი (ორივე – საბურთალო), მიშიკო სარდალიშვილი (ჩიხურა), ლევან კუტალია (დინამო) – 4, ლევან შენგელია (დინამო), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), ჯაბა უგულავა (სიონი) – 3

წილი
წინა სტატიაოთხეული გაირკვა
შემდეგი სტატია100 წითელი ბარათი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.