ცნობილი კინოფრაზის გარდა ვერაფერი ვერ შევუხამეთ სათაურად ოკეანის გადაღმიდან მოსულ ინფორმაციას…
NBA-ში ულებრონოდ მოთამაშე „ლეიკერსის“ განკითხვის ღამე იყო. ვითომ დიდი არაფერი – ულიდეროდ დარჩენილი კი არა, ლებრონიანი „ლეიკერსიც“ ბევრს შემოეჩაგრა ამ სეზონში, მაგრამ „ოკლაჰომას“ ლიდერ რასელ ვესტბრუკს ნამეტანი მოუვიდა.
20 ქულა საშუალო დიდოსტატური შედეგია. 20 მოხსნა ოვაციის ღირსი მაჩვენებელი, მაგრამ ერთ შეხვედრაში 21 შედეგიანი პასი?!
ვესტბრუკმა 20+20+21 ტრიპლ-დაბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს 119:103 გამარჯვება მოუტანა.