ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებს” „პეგასისთვის” რომ მოეგო, ხელბურთელთა რეგულარულ ჩემპიონატში მეტოქეთათვის თეორიულადაც მიუწვდომელი გახდებოდა, მაგრამ ამჯერად თბილისელებმა იყოჩაღეს — 30:29.

ამ დღეს მეტოქეებმა უძლიერესი შემადგენლობით ვერ ითამაშეს. 25-ე წუთზე ბათუმელები 15:9-ს იგებდნენ და ტაიმიც მათ სასარგებლოდ დასრულდა — 17:13. შესვენების შემდეგ კი თბილისელებმა უფრო გამოიჩინეს თავი: 47-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო შემდეგ წინაც გავიდნენ — 28:25. ბოლო წუთები დრამატულად წარიმართა და „პეგასის” მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

„სპორტის უნივერსიტეტმა” მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს” 33:26; „გორმა” აჯობა „სამტრედიას” 39:32, ხოლო „ქუთაისმა” თელავის „იმედი-სტუ” დაამარცხა 35:32.