გასული წლის შემოსავლები კაპიკ-კაპიკ მხოლოდ ფეხბურთელებს კი არა, მწვრთნელებსაც დაუთვალეს.
კოლეგებს შორის ფინანსურად ყველაზე წარმატებული მადრიდის „ატლეტიკოს“ დამრიგებელი დიეგო სიმეონე აღმოჩნდა. მისმა შემოსავალმა შარშან 41 მილიონი ევრო შეადგინა. ამ თანხაში ხელფასი, ბონუსები და ყველა სხვა შემოსავალი იგულისხმება.
მეორე ადგილზე „მანჩესტერის“ ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა – 31 მილიონი. მესამე „მონაკოდან“ გათავისუფლებული ტიერი ანრი 25,5 მილიონით.
ეს ორი უკანასკნელი სიაში ძირითადად იმის გამო მოხვდა, რომ კლუბებიდან გათავისუფლების შემდეგ სოლიდური კომპენსაციები მიიღეს. ხუთეულში ასევე მოხვდნენ სიტის თავკაცი პეპ გვარდიოლა (24 მლნ.) და ბარსელონას დამრიგებელი ერნესტო ვალვერდე (23 მლნ.).
თანხა მოცემულია გადასახადების დაფარვამდე. ანუ, რეალურად საბანკო ანგარიშამდე მითითებულ თანხებზე 40-45%-ით ნაკლები მიდის იმის მიხედვით, რომელ ქვეყანაში როგორია საშემოსავლო გადასახადი.