თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის ბოლო, ოთხდღიანი ტური დაიწყო. გაირკვევა ფინალური ოთხეული, რომელიც მაისში ჩემპიონის ტიტულს გაათამაშებს.
პირველ მატჩში საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ „გორს” 61:36 მოუგო და თუ ხვალ „პეგასსაც” აჯობებს, რეგულარული ჩემპიონატში პირველ ადგილს ვეღარავინ შეეცილება.
თელავის „სტუ-იმედისა” და წყალტუბოს „პრომეთეს” შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მატჩის მსვლელობისას ბევრჯერ გათანაბრდა ანგარიში, თუმცა საბოლოოდ თელაველებმა 25:24 მოიგეს.
„ქუთაისმა” „სპორტის უნივერსიტეტს” 46:38 მოუგო, „პეგასმა” კი 38:22 სძლია „სამტრედიას”.
ხვალ, დღის და ტურის მთავარი მატჩი BSB vs „პეგასი” 16 საათზე დაიწყება.