პორტუგალიელი ნიჩბოსანი კატარინა სეკვეირა ასთმის შეტევით ჰოსპიტალში 26 დეკემბერს შეიყვანეს. რამდენიმესაათიანი უნაყოფო მცდელობის შემდეგ ექიმებმა ტვინის, ანუ ბიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირეს.
იმ მომენტისთვის კატარინა 19 კვირის ფეხმძიმედ იყო და ტვინის სიკვდილის მიუხედავად, ორგანიზმი შესაბამის აპარატთან მიერთებული დატოვეს, სანამ ბავშვი არ დაიბადებოდა. ამ მდგომარეობაში პაციენტს და მის ნაყოფს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ახალდაბადებულს სალვადორი დაარქვეს და, ექიმების თქმით, ის აბსოლუტურად ჯანმრთელია. როგორც კი პატარა დაიბადა, კატარინას აპარატი გაუთიშეს…