მაკედონიაში ხელბურთის მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშეების გამოკითხვა ჩაატარეს და მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე უკეთესთა შორის უკეთესად საქართველოს ნაკრების 22 წლის მოთამაშე გიორგი დიხამინჯია დაასახელეს.

დიხამინჯია „სტრუგაში” თამაშობს. ნომინანტთა შორის იყო „სტრუგას” კიდევ ორი ქართველი ლეგიონერი ლექსო წითელიშვილი და რევაზ ჭანტურია.

გამოკითხვას მაკედონიური სახელბურთო ვებ-გვერდი 24rakomet ედგა სათავეში.

ლექსო წითელიშვილმა მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო რევაზ ჭანტურია მარჯვენა გარემარბებში მეხუთე იყო.