ორი წონითი კატეგორია და რვა შესაძლებლიდან ოთხი მედალი. თბილისის “გრან პრის” უფრო “ქართული” დღეებიც ახსოვს, მაგრამ ესეც საკმაოდ ღირსეული შედეგია.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უმაღლეს საფეხურზე ლუხუმ ჩხვიმიანი ავიდა. ლუხუმი ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულიცაა, სულ კი ეს მისი მესამე ოქროა შინაურ “გრან პრიზე”. კვარცხლბეკზე იდგა ჯაბა პაპინაშვილიც, ვინც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში არტიომ ლისიუკს სძლია.

ოქროს მედლის შანსი და იმედი გვქონდა 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაშიც. გიორგი თუთაშვილი ფინალამდე დამაჯერებლად მივიდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ებრაელ ტალ ფლიკერთან ვეღარას გახდა, თუმც ერთი ბრინჯაო ამ წონაშიც გვერგო. ბაგრატ ნინიაშვილმა ერთადერთხელ წაიფორხილა, მაგრამ მედლისთვის ბრძოლა ისმაილ იბრაგიმოვთან სრული კონცენტრაციით წარმართა…

შაბათს და კვირას კიდევ 5 წონითი კატეგორიის ფალავნები გამოვლენ ტატამზე და “ქართული” მედლები აუცილებლად კიდევ იქნება.

ნურც სარეიტინგო ქულებს დავივიწყებთ – ოლიმპიადამდე არც ისე შორია.

წილი
წინა სტატიაროგორ ნადირობს ფრანგი ფრანგზე
შემდეგი სტატიაბერლუსკონი და გალიანი დაბრუნდნენ
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".