„ბარსელონას” ვარსკვლავმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ ესპანეთის ტელევიზიაში სტუმრობისას მოულოდნელი რამ თქვა: ლეო მესის ცინიკური იუმორი აქვს, ის ნამდვილი ტროლიაო. გადაცემაში, რომელსაც ჰქვია La Resistencia (ტელეკომპანია Movistar+) წამყვან დავიდ ბრონკანოს შიგადაშიგ ფეხბურთელებიც ჰყავს სტუმრად. ამჯერად მას სტუდიაში პიკე ეწვია და ამ ერთი ფრაზით ყველა გააოცა.
მესი, მოგეხსენებათ, მორიდებულ ადამიანად არის ცნობილი. აქამდე მისი ცინიზმის შესახებ არავის არაფერი სმენია. ამიტომ კატალონიელი ვარსკვლავის სიტყვებმა ყველას ყური მოჭრა, „ბარსელონას” ქომაგსაც და მოწინააღმდეგესაც. თან, კერძოდ ვინ და როდის დატროლა მესიმ, პიკეს არ დაუზუსტებია.
„მესის ძალიან ირონიული იუმორი აქვს. ის ერთ-ერთი უდიდესი ტროლია, რომელსაც მე ვიცნობ”, — თქვა პიკემ, რომელსაც შემდეგ „ესპანიოლთან” მოახლოებული თამაშეს შესახებაც ჰკითხეს. ორი ბარსელონური კლუბის შედარებისას 32 წლის ვარსკვლავმა უპასუხა:
„მე უფრო მეტი ფული მაქვს ვიდრე „ესპანიოლის” წლევანდელი ბიუჯეტია”.