იყო დრო, ლეო მესი ამბობდა, მე მხოლოდ ფეხბურთის თამაშით ვერთობი, ჩემს შემოსავალს კი აგენტი და მენეჯერი ითვლიანო.

გამოხდა ხანი, ლეო დაღვინდა და აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავურ სტატუსს შესაბამისი მანერები სჭირდება. ამას წინათ ლეომ ერთი ჩვეულებრივი iPhone XSMax შეიძინა სულ რაღაც 1300 დოლარად და ყიდვისთანავე 24-კარატიანი ოქროთი მისი კორპუსის დაფარვა დაუკვეთა.

ამან ტელეფონის ღირებულება 7 000 ევროთი კი გაზარდა, მაგრამ ღირდა: ტელეფონის უკანა მხარეს გრავიორებმა „ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების ლოგოები, აგრეთვე ლეოს მეუღლისა და შვილების სახელები – ანტონელა, ტიაგო, ჩირო და მატეო ამოტვიფრეს.

31 წლის ლეოს მიმდინარე სეზონში „ბარსას“ მაისურით 37 შეხვედრაში 39 გოლი და 21 საგოლე პასი აქვს აქტივში.

წილი
წინა სტატიაფენომენი და საუკეთესო მეგობარი
შემდეგი სტატიაბაიერნი აბობოქრდა
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".