ფეხბურთის გურმანებმა უდავოდ დიდი სიამოვნება მიიღეს ჰოლანდია-გერმანიის დაპირისპირებისგან. პირველ ტაიმში გნაბრის შედევრით და სანეს ისე რა გოლით სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ.
ეს კადრი კი ოპერატორის კამერამ ტაიმის მიწურულს დაიჭირა. ფურცელზე ნათლად ჩანს, რომ ჰოლანდიელები რისკზე წასვლას აპირებენ და მეორე ნახევარში სამი მცველით აპირებენ თამაშის გაგრძელებას.
ჰოლანდიელთა შესრულებით ამ ავანტიურამ თითქმის გამოიღო შედეგი, მაგრამ ბოლოს მაინც ისე მოხდა, როგორც გარი ლინეკერი ამბობდა: „ფეხბურთს თამაშობს 22 კაცი და ბოლოს გერმანია იგებს“.
ძნელად სავარაუდოა, რაც მთელმა მსოფლიომ ეკრანზე ნახა, გერმანელთა ყურადღების მიღმა დარჩენილიყო, ჰოლანდიელთა მწვრთნელის თანაშემწემ კი ნამდვილად უნდა იცოდეს, რომ ასე ტრანსპარანტების გამოფენა კი არა, პირზე ხელის აუფარებლად ჩურჩულიც კი სარისკოა.