ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მაატერსის მერვედფინალშია. ქართველმა 16 საუკეთესოს შორის თამაშის უფლება ჰოლანდიელი რობინ ჰაასის ძლევით მოიპოვა.

პირველ სეტში მეტოქეებმა თითო ბრეიკი გაახერხეს, მაგრამ მჯობნის მჯობნი მაინც ტაი-ბრეიკმა გაარკვია. ნიკოლოზმა ერთბაშად 5 სეტბოლი მოიპოვა აქედან მესამეთი პირველ პარტიას წერტილი დაუსვა.

მეორე სეტში ბრძოლა მხოლოდ 3:3-მდე იყო, მერე კი ისევ ნიკას ჯერი დადგა. ჯამში 7:6, 6:3 და წინ მერვედფინალია.

მერვედფინალში ნიკას მეტოქე კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი იქნება. ამ ბიჭს რეიტინგში 57-ე ადგილი კი უკავია, მაგრამ მის შესახებ ნაკლები გვსმენია. 18 წლის კანადელი პროფტურში შარშან გამოჩნდა და ასეულის წევრიც მხოლოდ თებერვალში გახდა. სამაგიეროდ, იუნიორთა შორის მსოფლიოს მეორე ჩოგანი იყო და ამერიკის ღია პირველობაც მოუგია.

რაც შეეხება უკვე მიღწეულს: ნიკოლოზ ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ამ წუთისთვის მსოფლიოს მე-17 ჩოგანია. ეს მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. თუ მეოთხედფინალში გავა, დიდი ალბათობით, ნიკა კიდევ ერთი ადგილით დაწინაურდება.

წილი
წინა სტატიაგარი მაკალისტერი ცემეს
შემდეგი სტატიაზიდანი: აი, რისი კეთება მინდა!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".