სალომე ფაჟავა კიევის გრან პრიზე გურზების ვარჯიშში ოქროს მედალს დაუფლა… ეს ტურნირი მხტვრულ ტანვარჯიშში მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება და შესაბამისად, ჩვენიანი გოგონას წარმატებაც ერთი-ორად სასიამოვნოა. გურზებით სალომემ ურთულესი ილეთები შეასრულა და დამსახურებულად 19.700 ქულა დაიმსახურა და უახლოესი მდევარიც საკმაოდ მოიტოვა.
კიევშივე, სალომემ ბაფთით ვარჯისში მოსინჯა ძალა, თუმც ბრინჯაომდე სულ ნაბიჯი დააკლდა. მასპინძელმა ვლადა ნიკოლჩენკომ 17.700 ირგუნა, სალომემ – 17.600.
ორივე დისციპლინის ჯამში კიევში ჩვენიანის გამოსვლა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.