ცნობილი ფაქტია – სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერში“ მუშაობის 26 წლიან კარიერაში 17-ჯერ არის გაძევებული სათადარიგოთა სკამიდან. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ, სერობამდე, ის ერთხელ მოთამაშე მწვრთნელადაც მოგვევლინა და მოედნინად მიაბრძანეს.

ეს ამბავი ასე მოხდა: 1976 წელს 35 წლის შოტლანდიელი მშობლიურ „სენტ მირენს“ თავკაცობდა. იმ ზაფხულს, მოსამზადებელი ეტაპისასს კარიბის აუზში მყოფი გუნდი გაიანას ნაკრებს შეხვდა ამხანაგურად, გაიანელები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის იბრძოდნენ და ამ თამაშს საკმაოდ სერიოზულად მიუდგნენ.
მატჩის პირველ ნახევარში გაიანას ცენტრალურმა მცველმა ძალიან იუხეშა „სტ. მირენის“ ფორვარდ რობეტ ტორანსის წინააღმდეგ. ფერგიუსონმა ხმამაღლა გააპროტესტა მომხდარი – ეს ამხანაგური მატჩია, ვნებები დაიოკეთ, ასე არ შეიძლებაო.
ტაიმის ბოლოს, როდესაც იგივე მცველმა ტორანსი მეორედ მოჩეხა, ფერგი მიუბრუნდა თავის თანაშემწეს, დევიდ პროვანსს და უთხრა: „ეს ნაბიჭვარი ძალიან გაგვიშინაურდა, მე შევდივარ!…“ ჰოდა, შევიდა.
მეორე ტაიმის დასაწყიშივე, ცენტრფორვარდად მოთამაშე ფერგიუსონმა ჩაწოდების დროს რევანში აიღო და საჯდომზე დასვა ზემოთხსენებული მცველი.
რამდენიმე წუთში კი ისეთი მოჩეხა, რომ პირდაპირი წითელი ბარათი აუფრიალეს.
მატჩის შემდეგ მომავალმა სერმა სთხოვა ფეხბურთელებს, რომ ეს ამბავი არავისთვის მოეყოლათ…
ახლახანს ამ ფაქტზე გუნდის ყოფილმა მენეჯერმა, ჰაროლდ კურიემ ისაუბრა…

წილი
წინა სტატიანუნო და ფრენკი
შემდეგი სტატიაწაგება უფსკრულს ნიშნავს
პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!