საჩოგბურთო ბომონდმა ინდიან უელსის მასტერსის შემდეგ მაიამიში იმავე რანგის ტურნირზე გადაინაცვლა.
ბუნებრივია, იქაა საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მე-17 ნომრადაა განთესილი და როგორც საუკეთესო 32-ეულის წევრი, პირველ წრეში ისვენებს.
მეორე წრეში ნიკას მეტოქე რუს მიშა ზვერევსა (რეიტინგით 75-ე) და ესპანელ ნიკოლა კუნის (255) შორის უმჯობესი იქნება.
თუკი პირველ მეტოქეს ჩაჩოგნავს, ბასილაშვილს, სავარაუდოდ, ფრანგ ვეტერან გაელ მონფილსთან მოუწევს ჭიდილი. უფრო შორეულ ჰორიზონტზე მეტოქედ ინდიან უელსის ტრიუმფატორი ავსტრიელი დომინიკ ტიმი მოჩანს.
ორი დღის წინანდელ ფინალში როჯერ ფედერერის მძლეველი ავსტრიელი მაიამიში მე-3 ნომრად არის განთესილი.