დღევანდელი ქართული ქალთა ხელბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი, 20 წლის მედეა ჩოხელი მაკედონიის „პელისტერში” თამაშობს, რომელმაც ამ ქვეყნის სუპერლიგის ბოლო ტურში 35:33 დაამარცხა „გევგელია”. ამ გამარჯვების წყალობით ჩოხელი და მისი გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდნენ ანუ „ფინალურ ხუთეულში” („ფლეი-ოფს” ეძახიან) თამაშის უფლება მოიპოვეს და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ჩოხელს, რომელიც ამპლუით ხაზის მოთამაშე (უხეში ანალოგიით ცენტრალური თავდამსხმელი) გახლავთ, მაკედონიის ჩემპიონატის 18 შეხვედრაში 67 გოლი დაუგროვდა. „გევგელიასთან” შეხვედრაში მედეამ 4 გოლი შეაგდო.

მაკედონიის ჩემპიონატში რეგულარული პირველობის საუკეთესო ხუთი გუნდი ორწრიანი ტურნირით ავლენს ქვეყნის ჩემპიონის ვინაობას.