
სოციალური ქსელი აჭრელებულია მავანი ინგლისელი ფანის, ენდრიუ სვიფტის ისტორიით, ვინაც დამლაგებლის ფორმაში გადაცმული შეიპარა ბაიერნი – ლივერპულის ჩემპიონთა ლიგის მატჩის არენაზე…
ჩვენ კი „ალიანც არენაზე“ შეღწევის უფრო თამამ და ერთი შეხედვით დაუჯერებელ ამბავს მოგიყვებით, რომლის მთავარი გმირიც ამსტერდამში მცხოვრები ჩვენებური ჯეელი გახლავთ.
ფაქტია, ენდრიუს და ქართველის საქციელები შექმნილი ვითარებით იყო გამოწვეული, ორივე მათგანი სასურველ მატჩზე მოხვედრის იმედად ეწვია მიუნხენს და ორივემ აღმოაჩინა რომ ბილეთების შოვნა შეუძლებელი იყო. თავად გახლდით შემსწრე, ქალაქში, მეტროში, „ალიანც არენის“ სიახლოვეს შექმნილი ვითარებით – ტრაფარეტებით იდგნენ, ბილეთებს ეძებდნენ და 1200 ევროსაც კი იხდიდნენ თითო ბილეთში, თუმც ამაოდ, ბილეთები არ იყო.

საინტერესო კია, ეს მართლაც გრანდიოზული არენა ენდრიუ სვიფტის და ამსტერდამელი ქართველის გარდა, კიდევ რამდენი შეპარვის ფაქტსა და მეთოდს იცნობს…