მოლოდინი უდიდესი იყო: რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი იმ ასაკში აღარ არიან, მათი უშუალო დაპირისპირების ხილვის შანსი კიდევ ბევრჯერ მოგვეცეს. ჩოგბურთის ორი გენიოსი აქამდე 38-ჯერ შეხვედრია ერთმანეთს და ჩოგბურთის გურმანი ინდიან უელსის ნახევარფინალში მორიგ სპექტაკლს ელოდა.

არ გამოვიდა. კარენ ხაჩანოვთან მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში რაფამ მუხლი დაიზიანა. ის შეხვედრა კი ჩაამთავრა, მაგრამ ეგ იყო და ეგ. ნახევარფინალის დღეს ესპანელმა ვარჯიში სცადა და შემდეგ განაცხადა, იმ ფორმაში არ ვარ, მასტერსის ნახევარფინალს რომ ეკადრებაო.

რაფას და როჯერის შეხვედრა ნაადრევ ფინალად იყი მონათლული, ახლა კი ფინალის მიმართ მოლოდინი განელდა. როჯერს გადამწყვეტ შეხვედრაში ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაუპირისპირდება. ტიმი პირველად გავიდა ჰარდისსაფარიანი მასტერსის ფინალში, მადრიდულ თიხნარზე კი ორივე ფინალი წაუგია. კარიერაში მის მიერ მოგებული 11 ტიტულიდან სულ ორია ჰარდზე. მოკლედ, როჯერი, რომელსაც დამატებითი დასვენების დღეც მიეცა, უპირობო ფავორიტად ითვლება.

რაც შეეხება რაფას, სათიხნარო სეზონამდე დაისვენებს და სავარაუდოდ, კორტს მონტე-კარლოს მასტერსზე დაუბრუნდება.

წილი
წინა სტატიანავასის სინათლე გვირაბის ბოლოს
შემდეგი სტატიადარბევა N …
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".