ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ ოთხეულში გავიდნენ: ბათუმის BSB, „პეგასი”, „ქუთაისი” და თელავის „იმედი-სტუ”. ეს ჯერ კიდევ აღმოსავლეთის გუნდების თბილისური წრის ბოლოსწინა ტურში გაირკვა. იმ დღეს თელაველებმა 46:27 დაამარცხეს „სპორტის უნივერსიტეტი”, „პეგასმა” კი 46:29 მოუგო „გორს”.

ბოლო ტურის მთავარი მოვლენა აღმოსავლელი ლიდერების, „პეგასისა” და „იმედი-სტუს” შეხვედრა გახლდათ. 2018 წლის თასის მფლობელმა „პეგასმა” 33:29 დაამარცხა 2017 წლის ჩემპიონი თელავის გუნდი. ამ სეზონში ისინი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივეჯერ „პეგასმა” იმძლავრა. ბოლო შეხვედრის სცენარი ასეთი გამოდგა: თბილისელები 4-5 ბურთით გადიოდნენ წინ, „იმედი-სტუ” კი კი 2-3-მდე ამცირებდა სხვაობას, მაგრმ გარდატეხის შეტანას ვერ ახერხებდა.

„გორისა” და „პორტუნის” შეხვედრა ბოლო წუთამდე დაძაბული გამოდგა. ბოლო წამებში ბოლოს წარმატება „გორს” ხვდა: 38:37.

ამრიგად, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე, დარჩა 4 ტური, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში 1-4 აპრილს გაიმართება. როგორც ზემოთ ვთქვით, ფინალური ოთხეული გარკვეულია, თუმცა გასაკრვევია ნახევარფინალში ვინ ვის შეხვდება. პრინციპი ასეთია: 1-4;2-3.

ნახევარფინალები 14 მაისს შედგება, ფინალი კი 15 მაისსაა დანიშნული.

გოლები
BSB ბათუმი 17 16 0 1 720-470 32
პეგასი 17 14 0 3 693-510 28
ქუთაისი 17 13 0 4 707-493 26
იმედი-სტუ 17 11 0 6 604-511 22
გორი 17 6 0 11 602-727 12
სპორტუნი 17 3 1 13 584-739 7
წყალტუბო 17 2 1 14 419-653 5
სამტრედია 17 1 2 14 449-639 4