ისევ საყვარელი მარცხენა ჩავლება და ისევ უშანსოდ დაჩაგრული მეტოქე. ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და ხუთი სატურნირო დღის შემდეგ ბალანსი 3:2 გაუხდა. არადა, ლევან გორგაძის მეტოქე კაისეი გახლდათ – აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა, რომელიც ორ ცენტნერზე მეტს იწონის. ხვალ ლევანს არანაკლებ რთული გამომცდელი ელის კომუსუბი მიტაკუემის სახით. მასაც ქართველის დარი 3:2 ბალანსი აქვს და იოლად არაფერს დათმობს. აქამდე ამ ფალავნებს დოჰიოს შიგნით სულ ცხრაჯერ გაურკვევიათ მჯობნის მჯობნის ვინაობა და ექვსჯერ გამარჯვება ქართველს დარჩენია. ხუთი დღის შემდეგ ოსაკას ხაცუ ბაშოს დაუმარცხებლად იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი გოეიდო და ორი რიგითი მაეგაშირა ლიდერობენ.