ტოჩინოშინი ოსაკას ბაშოს მეორე დღეს დამარცხდა. დასავლეთის მეორე მაეგაშირა მიოგირიუსთან ქართველი ფალავანი სასტარტო შეჯახებისასვე ვერ გამოიყურებოდა დამაჯერებლად და მეტოქის მიძალებას ვერ გაუძლო.

ამ ტურნირზე ლევან გორგაძეს პროგრამა-მინიმუმი აქვს შესასრულებელი. რვა გამარჯვება უნდა მოიპოვოს და დადებითი ბალანსი დააფიქსიროს, თუკი ოძეკის ტიტულის შენარჩუნება სურს.

ერთი წლის წინ იანვრის ბაშოზე ტრიუმფის შემდეგ ლევანი ოსაკაშიც დამაჯერებელი იყო, ზაფხულიდან კი ტრავმების და სარეაბილიტაციო პერიოდების გაუთავებელი მონაცვლეობა დაიწყო. ამას ისიც დაერთო, რომ მეტოქეებმა ალღო აუღეს ქართველი ოძეკის ტაქტიკას და ჩავლებამდე საქმე აღარ მიჰყავთ.

არაა იოლი ამოცანა, მაგრამ იმედია, ტოჩინოშინი დადებით ბალანსს დააფიქსირებს. მომდევნო შეხვედრაში მისი მეტოქე ჰოკუტოფუძი იქნება. აქამდე გამართული ოთხი ჯახის შემდეგ ანგარიში საყაიმოა.

წილი
წინა სტატიაინგლისი გაგიჟდა
შემდეგი სტატიაალექსისი კამპ ნოუზე
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".