საქართველოს რაგბის კავშირის ფოტო

ქართველმა ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული ვადამდე გაინაღდეს. მათი მორიგი მსხვერპლი გერმანიის ნაკრები შეიქნა. გერმანელთა გუნდის სარაგბო მეტსახელი “შავი არწივები”-ა. ჰოდა, ქუთაისლებმა როგორც კი გაიგეს, გერმანელი “შავები” ჩამოდიან მოსაგებადო, ტრიბუნებიც შეავსეს და ჩვენს ბიჭებს ისე უქომაგეს, მათი გამჩერებელი გაცილებით ძლიერი მეტოქეც არ იყო. თუ რაგბში რამეს წარმოვადგენთ, პირველ რიგში ქუთათურთა დამსახურებაა. ამჯერადაც, განსაკუთრებით იმ ბიჭებმა გამოიდეს თავი, მშობლიურ კედლებში რომ გრძნობდნენ თავს. ლელო ყველამ ვერ დადო, მაგრამ წილი კი ყველამ დაიდო. როგორ არ გამოვარჩიოთ მირიან მოდებაძის საჩვენელი სილაღით დადებული სამი ლელო? როგორ არ აღვნიშნოთ ოთარ გიორგაძე? ტრუსებზე ჩამოკიდებულ ორ-სამ გერმანელს აღმა-დაღმა დაათრევდა და ნება რომ მიგეცა, ბერლინამდე ჩაიტანდა… თითოეულ ჩვენიანს მადლიბა. მადლობა მილტონ ჰეიგს. გისურვებთ, ერთი კვირის თავზე რუსეთთან არანაკლებ დამაჯერებლად გემარჯვოთ. მადლობა რაგბის კავშირსაც: ქუთაისის რაგბის აკადემიას ლეგენდარული ნუგზარ ძაგნიძის სახელი მიენიჭა.

წილი
წინა სტატიატოჩიმ ოსაკა მოგებით გახსნა
შემდეგი სტატიარეშფორდი მეზობლებისთვის არავინაა
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".