იაპონურ ოსაკაში სტარტი აიღო სუმოისტთა ტრადიციულმა საგაზაფხულო ტურნირმა ხარუ ბაშომ. დღეს უკვე გაიმართა პირველი ირთაბრძოლები. ლევან გორგაძეს პირველ მეტოქედ აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა დაიეისიო ერგო.

პირველი დაჯახების შემდეგ ტოჩინოშინი დოჰიოს კიდესთან აღმოჩნდა, მარჯვენა მხარე გაითავისუფლა და გვერდიდან დარტყმით განდევნა მეტოქე თიხნარი წრიდან.

ფავორიტთაგან საწყისი შეხვედრა ყველა ფავორიტმა მოიგო იოკოძუნა კაკურიუს გარდა, არადა ბაშომდე გამართულ საწვრთნელ დაპირისპირებებში მას და მეორე იოკოძუნა ჰაკუჰოს ასპროცენტიანი შედეგები ჰქონდათ.

ორშაბათს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მეორე მაეგაშირა მიოგირიუ იქნება. ფალავნები ჩინებულად იცნობენ ერთმანეთს და 20-ჯერ შეხვედრილან კიდეც ჯერჯერობით უპირატესობა ტოჩინოშინის მხარესაა – 12:8. ლევანს თითოეული გამარჯვება ოქროდ უღირს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ის იანვრის ბაშოდან მოიხნა და კადობანში ჩააყენეს. სუმოს ენაზე ეს ნიშნავს, რომ ქართველმა აუცილებლა დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს ტურნირი. თუ 8 მოგება არ დაუგროვდა ან რაიმე მიზეზის გამო ტურნირი ვერ ჩაამთავრა, ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულს გამოეთხოვება.

წილი
წინა სტატიაკოუტინიუ მანჩესტერში რეკავს
შემდეგი სტატიაქუთაისში “შავები” დაარბიეს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".