იტალიურმა „ლა სტამპამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალის“ განაპირა მცველმა მარსელომ უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირობები ტურინის „იუვენტუსთან“.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ტურინულ გუნდში ოთხი წელი იბურთავებს და ამ ხნის განმავლობაში ხელფასის სახით 48 მილიონ ევროს მიიღებს.
კონტრაქტის სასარგებლოდ მადრიდული კლუბის ბოსის განწყობაც მეტყველებს. ფლორენტინო პერესს ისედაც გული ჰქონდა აცრუებული მაღალანაზღაურებად ბრაზილიელზე და ზაფხულში მის გაშვებას გეგმავდა.
მარსელოს არჩევანი კი დიდწილად კრიშტიანუ რონალდუმ განსაზღვრა. პორტუგალიელმა ჩინებულად იცის მადრიდული კლუბის სამზარეულო და ჯერ ჯიდევ შარშან უხმობდა მეგობარს ტურინში.