ინდიან უელსის მასტერსი ნელ-ნელა ხურდება და პირველი წრის შეხვედრებიც გაიმართა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ ეტაპისგან თავისუფალია და მეტოქის ვინაობის გარკვევას ელოდა. სავარაუდოდ, ეს მსოფლიოს 69-ე ჩოგანი ფრანგი ბენუა პაირე უნდა ყოფილიყო, რომელსაც კვალიფიკაციის გამარჯვებული ინდოელი პრაჟნეშ გუნეშვარანი უნდა ეძლია.
მოლოდინის საწინააღმდეგოდ ორ სეტში ინდოელმა იმარჯვა და ბასილაშვილსაც ის შეხვდება.
29 წლის გუნეშვარანი დიდი მიღწევებით ვერ დაიტრაბახებს. ATP ტურზე ეს მისი მე-14 შეხვედრა იყო და აქედან მხოლოდ ოთხში იმარჯვა. ქართულ-ინდური დაპირისპირება 9 მარტის 21 საათზეა ჩანიშნული…
მანამდე კი ნიკა წყვილთა თანრიგში აიღებს სტარტს. ჩვენთან ირიჟრაჟებს, როცა ის ახალზელანდიელ სტარკთან ერთად პეერსი-კონტინენის ავსტრალიურ-ფინურ დუეტთან სათამაშოდ გავა.