დიდი უცნაური ვინმეა ეს ფლორენტინო პერესი. თუ რამე ამოიჭრა გულში, არც თვითონ მოისვენებს და არც სხვას მისცემს გასაქანს. ახლა ისევ მოურინიოს შეუჩნდა, დაბრუნდიო და თანაც ახალი მწვრთნელი “ვალიადოლიდთან” 10 მარტის თამაშისთვის უნდა…

როგორც ყოვლისმცოდნე AS იუწყება, მოურინიუ დიდად წინააღმდეგი არაა, მაგრამ ზოგიერთ ფეხბურთელთან ცუდი ურთიერთობა აფიქრებს. ასეთი კი სეუ ჟოზეს ეპოქიდან კიდევ 7 შემორჩა. შვიდის რა გითხრათ, მაგრამ მარსელოს, ბეილის, კროოსის გატრანსფერებას დონ ფლორენტინო ამ ზაფხულსვე გეგმავს. ამას გარდა, ჟოზესთვის შეუთვლია, ახალი ფეხბურთელების შესაძენად თავს და კლუბის სალაროს არ დავზოგავო.

კიდევ ერთი კანდიდატურა ზინედინ ზიდანის იყო, მაგრამ ფრანგი არ დაბრუნდება. ზიზუს მეორედ მოსვლის შემთხვევაში იმ კარდინალური ზომების გატარება მოუწევს, რომლებსაც თავი წასვლით აარიდა. ზიზუ ზაფხულშივე ხვდებოდა, რომ სამგზის ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდს სერიოზული რეფორმები სჭირდებოდა.

მოურინიოს პასუხის გასაცემად დღეები კი არა, საათები მისცეს. შეგახსენებთ, რომ მისი ზეობის ხანაში (2010-2013) „რეალმა“ თითოჯერ მოიგო ჩემპიონობა, სამეფო თასი და სუპერთასი.

სოლარი? სოლარიზე უკვე წარსულ დროში საუბრობენ. არადა, თითქოს კარგად დაიწყო.

წილი
წინა სტატიაერთა ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება
შემდეგი სტატიამოკრივე ვაკო
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".