ასე მიმართა „რეალის“ ფანებს გარეთ ბეილის აგენტმა ჯონ ბარნეტმა:

„ქომაგთა ეს თაობა კიდევ ბევრი წლის განმავლობაში იქნება ბეილის მიერ გატანილი გოლების განხილვაში. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს“.

აგენტის ეს განცხადება მოჰყვა „მარკა“-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ გუნდში თანდათან მატულობს ფორვარდით უკმაყოფილება. მათთვის გაუგებარი იყო, რატომ მოხვდა ბეილი „ბარსასთან“ მატჩის სასტარტო შეხვედრაში.

მას შემდეგ, რაც 61-ე წუთზე შეცვალეს, ბეილი რამდენიმე წუთით მარსელოს გვერდით ჩამოჯდა, მერე კი გამოიცვალა და „სანტიაგო ბერნაბეუ“ სასტვენამდე დატოვა. ჰოდა, ტალღაც აგორდა…

არადა, ბეილი იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანია, ვინაც „რეალის“ მაისურით 100 გოლზე მეტი გაიტანა. საამისოდ ვალიელმა ექვსი სეზონი იკმარა.

მედია ბეილს უკვე ზაფხულში გუნდის გამოცვლას უწინასწარმეტყველებს და რატომღაც ამტკიცებს, ბეილსა და სოლარის მიმართ უკმაყოფილება პარალელურ რეჟიმში იზრდებაო.

წილი
წინა სტატია31 – კრისტალლიგა
შემდეგი სტატიაუკანასკნელი შანსი რეალისთვის
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".