ეს ის შემთხვევაა, როცა შეგიძლია მატჩის მიმოხილვა შესვენებისას დაწერო და საფინალო სასტვენის შემდეგ მხოლოდ ანგარიში მიაწერო…

თითქოს არაფერი აკლია ბელგიას: მოვლილ-დავარცხნილი ქვეყანაცაა, ტრიბუნებზე ქომაგიც იყო, მეზობლად მთლად რაგბის ჯადოქარი ფრანგები ჰყავთ, მაგრამ არაა რაგბი ბელგიელთა თამაში და რა გინდა რომ ჰქნა?!

საქართველოს ნაკრებმა რვა ლელო დადო და წესით, უნდა აღვფრთოვანდეთ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მილტონ ჰეიგის კრებული ნამდვილად შემეცოდა. რას გვაძლევს ბელგიასთან ჯახირი? უწყვეტი როტაციის, უამრავი შეცდომის და ვერგამოყენებული ხუთი გარდასახვის მიუხედავად, ვისაც არ დაეზარა, ყველამ დაალელოვა მასპინძლები.

46:6 და მორიგი პრემიალური ქულა. ეგ არის და ეგ. ერთი კვირის შემდეგ გერმანია ქუთაისში გვესტუმრება და ეგებ, იმათ მაინც გვაიძულონ სრული ძალით თამაში.

… ბელგიებთან შეხვედრებით კი ვეღარ ვიზრდებით.

წილი
წინა სტატიაშავი ზღვის ბიჭები წინ არიან
შემდეგი სტატიადერბი, რა დერბი…
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".