19 წლის ცენტრალური მცველი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მადრიდის „ატლეტიკოში“ ვარჯიშობს. კერძოდ, „ატლეტიკომ“ ერთი კვირით მიიწვია.

ეს აპრობირებული გაცნობითი მეთოდია ევროპაში, როცა კლუბს ფეხბურთელი აინტერესებს: ქართველს დააკვირდებიან და ვინ იცის, შემდგომში უფრო ქმედითი ნაბიჯებიც გადადგან.

ანდრონიკაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია. მისი დიდი დამსახურებაა, რომ „ლოკომ“ შარშან საქართველოს 19-წლამდელთა ლიგა მოიგო. გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთებზე სწორედ მან გაუტანა თბილისის „დინამოს“. ის შეხვედრა 1:1 დასრულდა, ფრე კი „ლოკომოტივს“ აწყობდა.

ანდრონიკაშვილს „ლოკოს“ მთავარ გუნდშიც აქვს ნათამაშევი. ტანმაღალი ფეხბურთელია. არა მხოლოდ მცველად, საყრდენ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში.

წილი
წინა სტატიარაცა ვარ, ესა ვარ…
შემდეგი სტატიაპოჩეტინიო: როგორც იქნა რაღაც მოვიგე
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ