საქართველოს საუკეთესო მეჩოგნემ დუბაის ATP-500 ტურნირზე რუსების ფალავანი ხაჩანოვის გზას გასული წლის ტრიუმფატორი ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტიც გაუყენა.
მერვედფინალურ შეხვედრაში ნიკამ მხოლოდ პირველი სეტის ტაი-ბრეიკი ჩააგდო, დანარჩენად კი მეტოქეს ბევრად აღემატებოდა. 19:1! ასეთი იყო ეისების ანგარიში – ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP ტურზე ეისების რაოდენობით პირადი რეკორდი დაამყარა.
კიდევ ერთი, რითაც ნიკამ გაგვაოცა, პირველი მოწოდების სიზუსტე იყო. თუ სეზონის დაწყებიდან ეს მაჩვენებელი 45-48% იყო, ბაუტისტა-აგუტთან 60%-იანი სიზუსტით აწვდიდა. ესპანელი უშანსოდ იყო.
6:7, 6:4, 6:3 – ბასილაშვილის სასარგებლოდ და ქართველი მეოთხედფინალშია. ნიკას მომდევნო მეტოქის ვინაობა ბორნა ჩორიჩსა და ტომაშ ბერდიხს შორის დაპირისპირებაში გაირკვევა.
ამასობაში, ტურნირმა პირველ ნომრად განთესილი იაპონელი კეი ნიშიკორი მოისაკლისა, მეორე ნომერი კი როჯერ ფედერერია, რომელიც, თუ ყველაფერი კარგად იქნა, ნიკას ნახევარფინალში დაელოდება.
მიმდინარე რეიტინგში ნიკა უკვე მე-18 ნომერია, რადგან ბაუტისტა აგუტმა შარშანდელი ქულები დაკარგა. ამ ადგილს, რომელიც კარიერაში სარეკორდოა, ნიკას მხოლოდ გაელ მონფისი თუ შეეცილება, ვინაც იმავე დუბაიში ჯერჯერობით წარმატებით გამოდის.

წილი
წინა სტატიაუბრალოდ კახა
შემდეგი სტატიაროჯერსი მელიებში გაერია
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".