არც თუ ისე დიდი ხნის წინ აქტიური რადიო მსმენელი გავხდი ერთი კონკრეტული გადმოცემის გამო. როკი და ფეხბურთი – ასე ერქვა რუბრიკას და შაბათ-კვირაობით გემოვნებიან მუსიკას მშვენიერ საფეხბურთო ანალიზსაც უნაცვლებდნენ.
წინა კვირას კი კიდევ ერთი კარგი სინთეზის შემსწრე გახლდით – წიგნი და ფეხბურთი… არის წიგნში რაღაც სპორტული, რაკიღა, ზოგადად წიგნი სულის სავარჯიშოა, ფეხბურთი კი ბევრი ჩვენთაგანისთვის ცხოვრების ნაწილია… 
საქართველოში საფეხბურთო ფანმოძრაობა დიდი აქტივობით არ გამოირჩევა, მაგრამ, არსებობენ ფეხბურთზე და საკუთარ რჩეულ გუნდებზე უზომოდ შეყვარებული ჯგუფები. სქაუზერებიც არიან, ერთგულად რომ ქომაგობენ მერსისაიდულ ლივერპულს. სქაუზერია ახალგაზრდა კაცი ნუგზარ ღვალაძეც, ვისაც წერის და ფეხბურთის დიდმა სიყვარულმა კალამი ააღებინა ხელში და შედეგად, მისი, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ამბავი წლის საუკეთესო ბესტსელერთა შორის მოხვდა.
წილი
წინა სტატიაინსაიდის დაბრუნება ბათუმში
შემდეგი სტატიაუბრალოდ კახა
პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!