მსოფლიოს ჩემპიონობა სპორტის რაგინდარა სახეობაში უდიდესი საქმეა. კიკბოქსინგი ზეგამძლე და ზეძლიერი კაცების სპორტია და აქ მწვერვალზე ასვლა გაცილებით ძნელია.
ახლა თავად განსაჯეთ, რა ემოციები დაეუფლა დავით ქირიას, რომელმაც დღეს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მასპინძლებს მათივე ჯილა ფენ შინგ ლი გაულახა და მსოფლიოში უპირველესის ტიტულს უკვე მესამედ დაეუფლა.
დავით ქირია 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის და ვინც თვალს ადევნებს მის კარიერას, დაგვეთანხმება, რომ დათო წონის ნამდვილი ლიდერია. რინგიდან ჩამოსვლისთანავე მან სოციალური ქსელებით მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში წილი დაიდო და მათ შორის ქომაგებსაც, რომელთაც ყოველთვის სწამდათ მისი.