– ცხვირი გავს?

– მგონი, გავს…

– ნიკაპი?

– ნიკაპიც…

– აბა, რას მერჩით, ბატონო?!

…პაუზა

– არაა, ეგ მაინც არაა ჩემი სიდედრი…

მომკალით და არაა ჩემი საქართველოს ნაკრები ის გუნდი, ესტონეთთან რომ წააგო. განა მეტოქეს არ ვცემ პატივს, მაგრამ საქართველოს ნამდვილ ნაკრებს ესტონელებისთვის „ბურთი თავზე გადავახიეთ“ ფორმატში უნდა მოეგო.

რომელია ნაღდი საქართველოს ნაკრები? აგერ, ბატონო: ცინცაძე, მაკფადენი, შენგელია, ბითაძე, ფაჩულია. თადარიგში სანაძე, შერმადინი, მამუკელაშვილი და ვისაც ზუროსი გადაწყვეტს.

გაჩნდებოდა კითხვის ნიშნები ესტონეთთან? ისრაელთან? საბერძნეთთან? სერბებსაც კაი თავსატეხი ექნებიდათ და კიდევ ბევრ სხვას.

ვერ ვიკრიბებით და რა ვქნათ?!

5 საუკეთესო ქართველის თავმოყრა გვიჭირს. ესტონელებთან რამდენჯერმე „ალე-უპი“ სცადეს ჩვენებმა და არ გამივიდა.

ცინცაძე-სანიკიძის დუეტი უნდა მაგას და აღარ არის გუნდში. აღარც მანუა, არც ვოვა, ახლების მაქსიმუმი კი ეს არის – ზუროსის მონახაზი იგივეა, შემსრულებლები კი სხვანი. დაიზრდებიან და ესენიც იფრენენ ალბათ. მანამ კი:

– ცხვირი ჰგავს, – მგონი, ჰგავს..

წილი
წინა სტატიაპეპ, ეს, პეპ, ის…
შემდეგი სტატიაგააგდეთ კეპა „ჩელსიდან”!
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".