ორშაბათს დუბაიში ATP-500 კატეგორიის ტურნირი დაიწყება. მასში საქართველოს პირველი და მსოფლიოს მე-20 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილიშვილიც მიიღებს მობაწილეობს.

დღეს გაიმართა კენჭისყრა და პირდაპირ უნდა ვთქვათ, ჩვენებურს არ გაუმართლა. პირველსავე წრეში მეტოქედ კარენ ხაჩანოვი ერგო.

ეთნიკურად სომეხი ხაჩანოვი რუსეთის საუკეთესო ჩოგბურთელია, მსოფლიო რეიტინგში კი მე-11 საფეხური უკავია. აქამდე ეს ჩოგბურთელები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ 22 წლის სომეხმა იმარჯვა.

პრინციპში, ცუდი კენჭისყრა რა გასაკვირია, როცა ჯოკოვიჩ-ნადალის გარდა დუბაიში თითქმის მთელი ბომონდი ჩავიდა. ტურნირის საპრიზო ფონდი 2.8 მილიონ დოლარზე მეტია.

წილი
წინა სტატიაჩემი უტოპიური ჩემპიონი
შემდეგი სტატიანუ იპარავთ ბავშვებს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".