
ჯერჯერობით არ გავრცელებულა კლუბის ოფიციალური პოზიცია, რაც კიდევ უფრო გვაფიქრებს.
სამაგიეროდ, უკვე გავრცელდა განცხადება სფფ-ის სახელით. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო გმობს სავარაუდო დანაშაულს და მოუწოდებს კლუბს სათანადო ზომების გატარებისკენ.
დანაშაულის დადატურების შემთხვევში ფეხბურთელთა მიმართ სათანადო ღონისძიებას თურქული პოლიცია და სასამართლოც მშვენივრად გაატარებს.
ფედერაციას კი იდეას მივაწვდით: რამდენიმე წლით აუკრძალოს საზღვარგარეთული შეკრება კონკრეტულ კლუბს და ყველა ამგვარ დამრღვევს. საქართველოს იმიჯის შესალახად ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის თუ საბიუჯეტო სახსრებით ასეთი ვოიაჟების დაფინანსება მეტისმეტი ფუფუნება ხომ არ არის?