გენდერული საკითხი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და პოპულარულია სპორტთან ირიბად დაკავშირებულ თემებს შორის…

ელჯებეტე სპორტსმენთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ Athlete All მარტინა ნავრატილოვა საკუთარი საკონსულტაციო კომიტეტიდან გააძევა და ორგანიზაციის ელჩის სტატუსიც გაუუქმა.

62 წლის ნავრატილოვა ჩოგბურთის ლეგენდაა, რომელსაც 18-ჯერ აქვს მოგებული დიდი სლემის ტიტული. ის პირველთაგანი იყო, ვინც ღიად აღიარა ლესბოსელობა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ნავრატილოვამ ღიად გაილაშქრა ქალთა შეჯიბრებებში ტრანსგენდერთა მონაწილეობის წინააღმდეგ.

მარტინა პარალელურად „თაიმსის“ მესვეტეა და იქ დაწერა, რომ ტრანსგენდერთა მონაწილეობას ქალთა შეჯიბრებებში თაღლითობად და უსამართლობად მიიჩნევს. ჯერჯერობით პასუხის პასუხი ანუ ნავრატილოვას კომენტარი საბჭოდან გაძევების შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა იგნორი არანაკლებ მეტყველი კომენტარია.

 

წილი
წინა სტატიარონალდუ – ატლეტიკო 5:0
შემდეგი სტატიასარი რომში
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".