ჯერჯერობით სწორი რეაქციის შერჩევაც ძნელია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: საფრანგეთის ფარიკაობის ფედერაციამ ჯედაების მანათობელი ხმლით ბრძოლა სპორტის დამოუკიდებელ სახეობად აღიარა და დაშნით, ხმლით და რაპირით ფარიკაობასთან გაათანაბრა.

ბავშვობაში ჯორჯ ლუკასის „ვარსკვლავური ომები“ ვის არ გვინახავს და ლუკ სკაიუოკერობა ან დარტ ვეიდერობა ვის არ უნატრია?! ახლა ეს ოფიციალურად აღიარებული და ახდენილი ოცნებაა.

წესებიც არსებობს: მებრძოლები შემოფარგლულ წრეში ხმალაობენ. თავში და ტანში დაჭრა 5 ქულად ფასობს, ხელში ან ფეხში 3-ად, ხელის მტევანში – 1 ქულად. 3-წუთიანი ბრძოლა 15 ქულის მიღწევისას წყდება. თუ ორივე მებრძოლმა 10 ქულას უწია, ამოქმედდება „მოულოდნელი სიკვდილის” პრინციპი, რაც ფეხბურთში უკვე გაუქმებული „ოქროს გოლის“ პრინციპის დარია.

საფრანგეთის ფარიკაობის ფედერაციამ უკვე შეიძინა და კლუბებს დაურიგა შესაბამისი აპარატურა. მაბათობელი ხმლები დარტყმისას ფილმიდან ნაცნობ ხმებს გამოსცემს. ფედერაციის წარმომადგენლის განცხადებით, ადრე ზოროს და რიბინ ჰუდის შესახებ ფილმები იზიდავდა ახალგაზრდებს სპორტში, ახლა კი ახალი ტექნოლოგიების დროა. ალბათ საფლავში ბრუნავენ ანტიკური ოლიმპიადების მამებიც და პიერ დე კუბერტენიც. თუმცა, ეს არ არის ფანტაზიის მაქსიმუმი. სოკი აპირებს სერიოზულად განიხილოს ოლიმპიადების პროგრამაში ბრეიკ-დანსის შეტანის საკითხი.

და ეს მაშინ, როცა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ბედი ბეწვზე ჰკიდია.

წილი
წინა სტატიახულიგანი პოლიციელები
შემდეგი სტატიარონალდუ – ატლეტიკო 5:0
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".