თურქულ შეკრებაზე ყაზახეთის „ტობოლმა“ რუსეთის „რუბინს“ 1:0 მოუგო. ამ შეხვედრაში სამმა ქართველმა ითამაშა და სამივემ – სასტარტოში. „ტობოლში“ ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა, „რუბინში“ – ზუკა დავითაშვილმა.
კვეკკვესკირი სულაც გუნდის კაპიტანი იყო, მაგრამ უფრო საინტერესო სხვა რამ იყო: კანკავამ ცენტრალურ მცველად ითამაშა და თან, კედელივით იდგა.
ჯაბა საყრდენი ნახევარმცველია და სხვა პოზიციაზე არც გვახსოვს. მხოლოდ იშვიათად, 8 ნომრად, საყრდენის წინ გვინახავს, მაგრამ დაცვაში – სიახლეა.






![ნინიაშვილის 25-ე და ორი დებიუტანტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/11/1111-218x150.jpg)