ბოლო დრომდე კლუბის პრეზიდენტი პირადად გენადი ზიუგანოვი გახლდათ, ვინც სულ ახლახანს ივან მელნიკოვმა ჩაანაცვლა. ქვისა და სამართებლის ოპტიმალურად გამოყენებაზე რომ გამოთქმაა, ბევრს გაგახსენდებოდათ, მაგრამ…
ФК КПРФ-ის მწვრთნელი ჩვენებური ბესიკ ზოიძეა. წმინდა მორალური უხერხულობის ამბავი რომ არ იყოს, მისადავებელი არც მასთან გვაქვს ბევრი.
სხვა საქმეა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს მოქალაქე, ჩვენი ეროვნული გუნდის ეროვნებით ბრაზილიელი წევრი საიოტ ჟუნიორ გელსონია. 31 წლის გელსონი იტალიის ვიცე-ჩემპიონი და თასის მფლობელიც ყოფილა, სერბეთშიც უბურთავია.
ახლა კი საიოტს არჩევანი საქართველოს ნაკრებზე და ზიუგანოვის გუნდზე აქვს შეჩერებული – მის მაისურზე საქართველოსა და რუსი კომუნისტების სიმბოლიკის მონაცვლეობა, როგორც ჩანს, არც ბრაზილიელს უქმნის უხერხულობას და არც ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს…
კარგად გვესმის, რომ ფეხბურთელისთვის ამ შემთხვევაში ნაკლები მნიშვნელობა აქვს, საქართველოს ნაკრებში იბურთავებს თუ მოზამბიკის, რუსი კომუნისტების გუნდში გადაუხდიან სოლიდურ ხელფასს თუ ნორვეგიელი ნეონაცისტების. მთავარია, ჩვენთვის რამდენად არის სულ ერთი?!
საერთაშორისო მატჩებისას ფეხბურთელის საკლუბო კუთვნილებასაც მიუთითებენ ხოლმე. ჰოდა: საიოტ გელსონი/საქართველო/ КПРФ.
სხვათა შორის, საქართველოში კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება კანონმა კარგა ხნის წინ აკრძალა.