ევროპის ხელბურთის ფედერაციის, EHF-ს თასი დაახლოებით იგივეა, რაც ფეხბბურთში ევროლიგა და ამ შეჯიბრებაში ქართველი ლეგიონერის ირაკლი ჩიქოვანის რუმინული გუნდი „კონსტანცა” ასპარეზობს. ბოლო შეხვედრაში „კონსტანცამ” ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში C ჯგუფის ფავორიტ „პორტუს” უმასპინძლა და 29:35 დამარცხდა.

„პორტუ” ბოლო წლებში რეგულარულად მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგაში. EHF-ს თასზე მან ჯერჯერობით ორივე შეხვედრაში გაიმარჯვა და ჯგუფს ლიდერობს, მეორე ადგილისთვის კი „კონსტანცა”, ესპანური „კუენკა” და დანიური „ჰოლსტებრო” იბრძვიან.

პირველ ტურში „კონსტანცას” „ჰოლსტებროსთან” თამაშის მიწურულს მოეცარა ხელი: 24:21.

25 თებერვალს „კონსტანცა” „კუენკას” მასპინძლობს”, 3 მარტს კი „კუენკა” უმასპინძლებს „კონსტანცას”.

„კონსტანცასა” და „ჰოლსტებროს” შეხვედრა 23 გაიმართება, 30-ში კი ჩიქოვანი და მისი თანაგუნდელები „პორტუს” ეწვევიან.

წილი
წინა სტატიავერა და ვერ გახსნეს სტადიონი
შემდეგი სტატიაALL STAR
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...