IAAF (მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია) აპირებს მიმართოს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს, რათა მან სამხრეთ აფრიკელი ოლიმპიური ჩემპიონი კასტერ სემენია მამაკაცად ჩათვალოს.

პირველი სკანდალი 2009 წელს მას შემდეგ აგორდა, რაც სემენია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. კოლეგა სპორტსმენებმა პროტესტი გამოთქვეს – მამაკაცი ქალთა შორის რატომ ასპარეზობსო. სემენიამ სპეციალური ტესტირება გაიარა. შედეგების თანახმად, სემენია ქალია, მაგრამ მისი ორგანიზმი ჭარბად გამოიმუშავებს მამაკაცურ ჰორმონ ტესტოსტერონს. ჯამში სამხრეთ აფრიკელმა 800 მეტრზე სირბილში ორჯერ ოლიმპიადა და ორჯერაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

სამომავლოდ მსგავსი სკანდალების თავიდან ასაცილებლად IAAF საკუთარ წესებში ცვლილებას გეგმავს: სემენიას მსგავსი ანომალიების პატრონებს ასპარეზობა შეეძლებათ, თუ ორგანიზმში ამა თუ იმ ჰორმონების დონის დამწევი პრეპარატებით იმკურნალებენ.

სემენი ქალია, თავს მამაკაცად აღიქვამს. აკი იქორწინა კიდეც და 2015 წელს ცოლად ვიოლეტ რასებიია მოიყვანა.

წილი
წინა სტატიაქართული ფეხბურთი ერთ ხმაში
შემდეგი სტატიადა მას არ უნდა სხვა ნეტარება
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".