ტოკიოს 2020 ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ყველა მედალი გადამუშავებული სმარტფონებისა და სხვა ტექნიკისგან დამზადდება. აღნიშნული ტექნიკის შეგროვება მთელი ქვეუნის მასშტაბით 2017 წელს დაიწყო.

მოგეხსენებათ, ელექტროტექნიკა ძვირფას ლითონებს სხვადასხვა ოდენობით შეიცავს. ყველაზე ადვილი საჭირო ოდენობის ბრინჯაოს მოპოვება აღმოჩნდა და უკვე 2018 წელს დასრულდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ელტექნიკაში ოქროზე რთული მოსაძიებელი ვერცხლი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე ყველა მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.

ამგვარი რამ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად ხდება – 5-ათასივე მედალი 100%-ით უტილიზაციის პროდუქტია. ამით იაპონელებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

წილი
წინა სტატიაფრანგებმა იაშინი, ჩვენ – კანი…
შემდეგი სტატიაკარადის ბრალია
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".