მეტისმეტად მაცდური კითხვაა იმისთვისაც კი, ვისაც ცხოვრებაში რინგის ახლოსაც არ გაუვლია. ჰოდა, როგორ ფიქრობთ, რა პასუხს გასცემდა ამ კითხვაზე ფლოიდ მეივეზერი?
პროფესიულ კრივში მსოფლიოს ექსჩემპიონი 41 წლისაა და რინგზე მხოლოდ საგამოფენო შეხვედრებისთვის გადის, რომელთა შედეგებიც მის კარიერულ სტატისტიკას არ ემატება…
ან რად უნდა: პროფესიულ რინგზე 50 ბრძოლა აქვს გამართული და 50 გამარჯვება მოპოვებული, ოთხი სხვადასხვა ასოციაციის (WBC, IBF, WBA, WBO) ჯამში 9 ქამარი ოთხ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოუნადირებია და დაუპყრობელი მწვერვალიც არ დარჩენია.
ბოლოს მეივეზერმა 2018 წლის 31 დეკემბერს იჩხუბა და მასპინძელი იაპონელების თვალწინ მათი კერპი კიკბოქსიორი ტენსინ ნასუკავა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.
“იცით, რა არის ამ ისტორიაში ყველაზე გიჟური? ნასუკავასთან ბრძოლაში 9 მილიონი უნდა მიმეღო და ბოლოს 10 მილიონი მივიღე. გავალ თუ არა კიდევ რინგზე? ალბათ კი, რადგან 80-მილიონდოლარიანი შემოთავაზებებიც მაქვს”, – თქვა ლეგენდარულმა მოკრივემ.
ასეთ ჰონორარზე უარის თქმა ძნელია, სავარაუდო მეტოქეებს შორის კი, ვის გალახვაშიც ამდენს გადაუხდიად მეივეზერს, UFC-ში რუსთა მსოფლიოს ჩემპიონი ნურმაგომედოვსაც ახსენებენ.