თანამედროვე ფეხბურთში დიდი წარმატება თითქმის პირდაპირ კავშირშია ასტრონომიულ დანახარჯებთან და მხოლოდ ერთეულ შემთხვევებშია კლუბი ერთდროულად წარმატებული მოედანზეც და ფინანსებშიც.

„ლივერპულმა“ 2017-2018 ფინანსური წელი ჩამოჩოთქა და აღმოჩნდა, რომ რეკორდული 125 მილიონი ფუნტი მოგება ნახა. გადასახადების გადახდის შემდეგ სუფთა მოგებამ 106 მილიონი შეადგინა. მანამდე 100-მილიონიან ზღვარს არავინ მიახლოებია. რეკორდი „ლესტერს“ ეკუთვნოდა 80 მილიონით.

სუფთა მოგება უკვე მოგახსენეთ, საერთო შემოსავალმა კი „ლივერპულში“ 455 მილიონი შეადგინა. აქედან 81.2 მილიონი კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტობისთვის პრემიალურის და ტელეუფლებების გაყიდვიდან შემოსავლის პროცენტის სახით მიიღო. შემოსავლის კიდევ ერთი წყარო ბილეთების გაყიდვაა. რეკონსტრუქციის შემდეგ კლუბის არენა 8 000 მაყურებლით მეტს იტევს, რამაც შემოსავალი 64-დან 81 მილიონამდე გაზარდა.

და რაღა თქმა უნდა ტრანსფერები, რაც ლივერპულელებს ყველაზე უკეთ გამოსდით. კოუტინიო, მამადუ საკო, ლუკას ლეივა, კევინ სტიუარტი – გუნდი ამათ შეელია და შემოსავალმა 124 მილიონ გირვანქას გადააჭარბა.

ახლა ლივერპულს მყარი ფინანსური ბაზა აქვს საიმისოდ, რომ გრანდთა შორის დიდი ხნით მოიკიდოს ფეხი, საამისოდ საჭირო სხვა ატრიბუტები კი (მწვრთნელი, შემადგენლობა) აქამდეც არ აკლდა.

წილი
წინა სტატიაალაფი ტრანსილვანიიდან
შემდეგი სტატიასაჭირბოროტო კითხვა-პასუხი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".