გახსოვთ „ცისფერ მთებში“ ვაჟა ზაზაევიჩი?

კალათბურთი გამიგია, ხელბურთი გამიგია, ფეხბურთი(ც) გამიგია, აი, მოტობურთი რა არის, პირველად მესმისო… ეს მახსენდება ხოლმე, თბილისის „დინამოს“ ახალწვეულების ყოფილ კლუბებს რომ ვათვალიერებ. რა კლუბებია, რატომ აქამდე არ გაგვიგია?

ქართველი ახალგაზრდების დიდ ნაწილს უთამაშია ტოტალიზატორში და მათ შორის, მეც. რა კლუბებს არ ნახავდი და არ ნახავ. აი, ესპანურებსაც რა მოთვლის. ძალიან დაბლა რომ ჩავყვეთ, „ლოგრონიესი“ გაგვიგია, კიდევ „კომპოსტელა“, „ესტრემადურა“, „მირანდესი“, „საბადელი“, „ლეიდა“, კარტახენა“, „ბადახოსი“…

ესენი ხანდახან სეგუნდა დივიზიონში იყვნენ, ანაც იმით გავიცნობდით, მაგარ ესპანურ კლუბებს თასზე ფიცხელ ბრძოლას რომ უმართავენ, ხოლმე.

აი, „დინამოს“ ესპანელი ლეგიონერების კლუბები კი, მოგვკალით და, არ გაგვიგია… თუ არ ჩავთვლით ორიოდე გამონაკლისს და რომელიმე კლუბის დუბლებს, მაგალითად „ლევანტე B“–ს.
სამწუხაროდ, რეალობა ასეთია. თბილისის „დინამოში“ აქამდეც მოდიოდნენ უცხოელი უცნობი ლეგიონერები. ფეხბურთელი მასებისთვის ცნობილი არ იყო, მაგრამ მისი კლუბის სახელი მაინც ვიცოდით.

ახლა კი… გავივარჯიშოთ გეოგრაფიაში, დავათვალიეროთ ესპანეთის რუკა!

26 წლის თავდამსხმელი ფრან კარბია – „პობლა მაფუმეტი“, „რეუსი“.

26 წლის მარცხენა მცველი სერხიო ნოჩე – „სიუდად ვიკარი“, „ელინი“, „სანტბოია“, არანდინა“, „სან ფერნანდო“.

26 წლის ცენტრალური მცველი ვიქტორ მონხილი – “ვალიადოლიდი“, „ატლეტიკო ბ“, „ალკოიანო“, „მერიდა“, „პონტევედრა“, „ლევანტე ბ“.

25 წლის მეკარე ხოსე პერალესი – “პუერტოლიანო“, „ელჩე ბ“, „კონსტანცია“, „ატლეტიკო ბალეარესი“, „ბინისალემი“, „პობლა მაფუმეტი“, „ხიმნასტიკი“, „ბადალონა“.