ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ აგრძელებს ევროპის წამყვანი საფეხბურთო პირველობების ფინანსურ ლუსტრაცია-ანალიზს. ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფებურთელების ათეული უკვე შემოგთავაზეთ, ახლა კი თვალი გადავავლოთ, ვინ ფასობს ყველაზე ძვირად მწვრთნელთა ამქარში.

ისევე, როგორც ფეხბურთელებში, აქაც ესპანური ლა ლიგა ლიდერობს. პირველ ადგილზე მადრიდის „ატლეტიკოს“ 48 წლის დამრიგებელი დიეგო სიმეონეა ჭეშმარიტად ასტრონომიული ანაზღაურებით – 3.3 მილიონი ევრო თვეში. მეორე ადგილი ლა ლიგაში „ბარსას“ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს უკავია და თვეში 2 მილიონი ევროთი არც ის უნდა იყოს მთლად უკმაყოფილო. „რეალის“ სანტიაგო სოლარი გასაგებ მიზეზთა გამო პრიზიორთა შორის ვერ მოხვდა. მესამე ვალენსიელი მარსელინო გარსია ტორალი გახლავთ – 500 ათასი ევრო თვეში.

სხვა წამყვან ჩემპიონატებში საუკეთესო სამეულები ასე გამოიყურება:

ინგლისი

პეპ გვარდიოლა (სიტი) – 1.9 მილიონი
მანუელ ლუის პელეგრინი (ვესტ ჰემი) – 950 ათასი
მაურიციო პოჩეტინო (ტოტენჰემი) – 810 ათასი
იტალია

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი) – 1.14 მლნ.
კარლო ანჩელოტი (ნაპოლი) – 980 ათ.
ლუჩანო სპალეტი (ინტერი) – 680 ათ.
გერმანია

ნიკო კოვაჩი (ბაიერნი) – 580 ათ.
ლუსიენ ფავრი (დორტმუნდი) – 500 ათ.
რალფ რანგნიკი (ლაიფციგი) – 400 ათ.

საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ციფრები გაცილებით მოკრძალებულია და კოლეგებს შორის ყველაზე დაფასებული თომას ტუხელი (პსჟ) თვეში 420 ათას ევროს იღებს.

წილი
წინა სტატიარას გვასწავლის დინამო?
შემდეგი სტატიაალაფი ტრანსილვანიიდან
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".