კაც ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატში 10 ტური მიილია. დღეს აღმოსავლეთის გუნდებმა თბილისის სპორტის სასახლეში თავიანთი სამდღიანი წრე დაასრულეს. „პეგასმა” დაამარცხა თელავის „სტუ-იმედი” 33:30, ხოლო „სპორტის უნივერსიტეტმა” „გორს” მოუგო 40:38.
ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ლიდერების მატჩი პერსპექტიული უკანახაზელის 16 წლის ნიკოლოზ კალანდაძის ზედიზედ სამი გოლით დაიწყო, რასაც მეკარე დიხამინჯიას კარგი თამაშიც დაემატა და „პეგასი” 5:1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ „იმედი” ხუთი ბურთით გაიქცა და ანგარიში 5:6 გახდა. პირველი ტაიმი თელაველებმა მოიგეს, 18:12. ამაში დიდი როლი მათმა მეკარე ცინცაძემ და ტაიმის მიწურულს ორი პეგასელის გაძევებამ ითამაშა.
შესვენების შემდეგ სურათი შეიცვალა — პირველი ექვსწუთიანი მონაკვეთი „პეგასმა” მოიგო 7:1 და ანგარიში გაათანაბრა: 19:19. ამის შემდეგ ანგარიში კიდევ სამჯერ გათანაბრდა. გამორჩევით იყოჩაღა კალანდაძემ, რომელმაც სულ 17 გოლი შეაგდო.  საბოლოოდ, „პეგასმა” მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაამარცხა „იმედი”, ქულებით „ქუთაისს” წამოეწია და ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა.
„სპორტუნისა” და „გორის” შეხვედრაში ხან ერთი იგებდა და ხან მეორე. ბოლო წამებში გორელებს შეეძლოთ თამაში ფრედ დაესრულებინათ, მაგრამ ხელი მოეცარათ და 40:38 დამარცხდნენ.
თებერვლის ბოლოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდები გაერთიანებულ ტურს ჩაატარებენ.

გოლები
BSB ბათუმი 10 9 0 1 432-275 18
პეგასი 10 8 0 2 435-306 16
ქუთაისი 10 8 0 2 394-280 16
იმედი სტუ 10 7 0 3 357-305 14
გორი 10 3 0 7 358-415 6
სპორტუნი 10 3 0 7 330-439 6
სამტრედია 10 1 1 8 272-378 3
წყალტუბო 10 0 1 9 237-411 1
წილი
წინა სტატიარომაული არდადეგები
შემდეგი სტატიადადასტურდა
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...