არდადეგებია, აბა რა, როცა ევროპის საფეხბურთო ასოციაციების დიდკაცობა პომპეზურად გამართულ კონგრესზე იკრიბება, შედეგი კი ყველამ წინასწარ იცის.

დღის წესრიგში უეფას პრეზიდენტის არჩევნები იყო და უკლებლივ ყველა დელეგატმა ალექსანდრ ჩეფერინის დაუჭირა მხარი. ან სხვა რა უნდა ექნათ, თუ 51 წლის სლოვენიელს კონკურენტი არ ჰყოლია. ჩეფერინი 2023 წლამდე გაუძღვება ევროპულ ფეხბურთს.

ქართველებს უალტერნატივო არჩევნებით ვერ გაგვაკვირვებენ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც ერთადერთი იქნება 15 თებერვლის საარჩევნო ბიულეტენში და დელეგატების სიმშვიდეს არაფერი ემუქრება.

თხა თხაზე ნაკლებიო, გაიფიქრეს ფიფაში და ჯანი ინფანტინოს უალტერნატივო არჩევნები დააანონსეს.

შესაძლოა ქართული, ევროპული და მსოფლიო ფეხბურთი მართლაც ვითარდებოდეს და ეს მთლიანად ამ ბატონების დამსახურება იყოს, მაგრამ ისე დავარცხნილ-დალაგებული როგორაა ყველაფერი, რომ ალტერნატიული აზრი საერთოდ გაქრა?

ისე, რამდენჯერაც კონკურენტული არჩევნები ჩატარდა, იმდენჯერ კომპრომატების ომში გადაიზარდა და ზედმეტი სკანდალები აღარავის აძლევს ხელს.

წილი
წინა სტატიაბეილი – ბეილის აჩრდილის აჩრდილი
შემდეგი სტატია16 წლის ლიდერი
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".